გაურკვევლობა ... საუბარი ... მე კი თითქოს უბრალოდ მსმენელი ვარ ...
მე1- რატომ ხდება ესე??
მე2- როგორ ესე?
მე1- აი ისევ მარტოობა ისევ არეული ფიქრები
მე2- შენ ეგრე ხარ ?
მე1- ჰო, განა შენ არ იცი რომ მე ესე ვარ
მე2- მე რატომ?
მე1- აჰა, განა შენც უარს ამბობ ჩემს ნაცნობობაზე და გამირბიხარ?
მე2- შენ იცი რომ მე ვერ გავიქცევი
მე1- ვიცი, და მე ამას ბოროტად ვიყენებ, თანდათან განადგურებ შენ და ამით საკუთარ თავს!
მე2- შეიძლება მართალი ხარ მაგრამ მე ჯერ ისევ შემრჩა ძალა
მე1- ძალა? რისთვის?
მე2- ბრძოლისთვის...
რატომ ჩაფიქრდი ??
მე1- ბრძოლა?? გვინდა კი ჩვენ ამ სამყაროს დავუპირისპირდეთ, შენ ხომ იცი
ჩვენ არ გვაქვს ძალა რომ შევცვალოთ იგი
მე2- ეგ არაა სწორი, შენ არ ხარ სუსტი და თუკი შეცვლა არ შეგვიძლია,
საპირისპიროდ სვლა რომ განვაგრძოთ ხომ შიძლება, ისევე როგორც
უწინ!
ისევ დუმხარ...
მე1- ჰო შეგვიძლია, ....მაგრამ მე დავიღალე და უკვე აღარც ვიცი სწორია თუ
არა გზა რომელიც ავირჩიეთ, იქნებ ცოტა გავამარტივოთ და სხვებთან
ერთად გავაგრძეოლოთ დარჩენილი გზის გავლა?!
რად იცინი ?? შენ ფიქრობ რომ მე ეგ უფრო მეტად გამიჭირდება ვიდრე
ესე მარტოს?
მე2- არა მე ეგრე არ ვფიქრობ და მეტიც თუ შენ არჩეული კურსიდან გადაუხვევ
შენ გარდაუვალი დაღუპვა გელის, ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ ცხოვრების
საპირისპიროდ შენ იცი რომ აზრი არაფერშია...
იცი ?
მე1- ჰო ჰო ვიცი რათქმაუნდა, მაგრამ იქნებ მაინც შეგვეცვალა რაიმე?
მე3- აი უკვე ძალიან დავიღალე თქვენი საუბრის მოსმენით რომელიც
უკვე სასაცილოდაც აღარ მყოფნის, და მეტიც იქნებ ჩვენც მოგვცეთ
ფიქრის დრო
მე1- თქვენ?
მე3- დიახ ჩვენ
მე1 - და ვინახართ თქვენ ?
მე3- შენ იცი პასუხი
მე1- არა არ ვიცი
მე3- ჰა ჰა ჰა, მაშინ აუცილებლად გაგაცნობთ თავს დაელოდე და გეშინოდეს...
ჩვენ იმაზე მეტი ვართ ვიდრე შენ შეგიძლია
წარმოიდგინო,
აბა მოგვისმინე...
მე1- შეწყვიტეთ! მე არ მინდა თქვენი მოსმენა, აღარ მსურს თქვენთან
ერთად
ამ თამაშში ყოფნა და სულელები ხართ თუ ფიქრობთ რომ
ვერ
განგდევნით,
მე დამოუკიდებლადაც მოვუსმენ სამყაროს
მე2-მ-3-მე10000- ჰა ჰა უჩვენოდ?! შენ ხარ ჩვენი ნაწილი და
მთლიანობას
ყველანი ერთად ვქმნით!
ამის შემდგომ თითქოს საუბარი შეწყდა, გამეფებულ წყვდიადში მხოლოდ სიჩუმის ხმა ისმოდა...
